მარინ ლე პენმა ევროკავშირს მარცხი უწოდა

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა და ეროვნული ფრონტის ლიდერმა მარინ ლე პენმა ევროკავშირი გააკრიტიკა და მას დიდი მარცხი უწოდა.

ლე პენის აზრით ევროკავშირს სარგებელი არ მოაქვს: –ევროკავშირი მარცხია, განსაკუთრებით ევროზონა. თუ საფრანგეთის პრეზიდენტი გავხდი, მაშინ ფრანგებს რეფერენდუმზე ვკითხავ სურთ თუ არა მათ ევროკავშირში დარჩენა– განაცხადა მარინ ლე პენმა.

ლე პენმა ბრექსიტის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ ბრიტანელი ხალხი მიხვდა ევროკავშირში ყოფნის წამგებიანობას, ამიტომ მათ მიიღეს ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება.

ლე პენის თქმით საფრანგეთიც ამავე გზას უნდა დაადგეს, თუ მას განვითარება სურს.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018