მენაგვეებმა ქალს ნაგავში გადაგდებული ნიშნობის ბეჭდები აპოვნინეს

კომუნალური სამსახურის თანამშრომლები ნიუ იორკში მცხოვრებ შენონ ლომბარდოს შემთხვევით ნაგავში გადაგდებული ნიშნობის ბეჭდების პოვნაში დაეხმარნენ.

_ მე ბეჭდები გავწმინდე, ქაღალდის პირსახოცში შევახვიე და ამ დროს, ვფიქრობ, რომ ყურადღება ბავშვებმა გამიფანტეს, _ განმარტავს ლომბარდო.

ქალს დაავიწყდა, თუ რა იდო პირსახოცში, დაკუჭა და ნაგავში გადააგდო.

გარკვეული დროის შემდეგ ის მიხვდა, რაც მოხდა და  311-ზე დარეკა, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალურ სამსახურთან დასაკავშირებლადაა.

ლომბარდოს თქმით, მას დახმარების იმედი თითქმის არ ჰქონდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ დასაკარგი მაინც აღარაფერი ჰქონდა და ამიტომ ბედი ცადა.

ნიუ იორკის სანიტარიის დეპარტამენტი მას დაჰპირდა, რომ მრავალბინიანი სახლიდან, სადაც ქალი ცხოვრობდა, ნაგვის გატანას შეაჩერებდა, მაგრამ ქუჩაში გამოტანილი ნაგვის ტომრების ნახვის შემდეგ ის მიხვდა, რომ უკვე დაგვიანებული იყო და ბეჭდები მათში არ იქნებოდა.

მას მეუღლესთან ერთად მოუხდა, მისულიყო ნაგვის დამფასოებელ კომპლექსში, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატში ფერვიუში მდებარეობს.

მისმა თანამშრომლებმა გამოარკვიეს, თუ რომელი ნაგავმზიდი ემსახურებოდა მანჰეტენზე მდებარე ლომბარდოს სახლს და 800 ტომრის შიგთავსის დათვალიერებაში დაეხმარნენ.

დაახლოებით ერთ საათში ბეჭდებს მიაგნეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018