მესიჯის წყალობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაა შესაძლებელი

თანამედროვე ეპოქა მესიჯის გარეშე წარმოუდგენელია.

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ფაქტია – მობილურით თუ სოციალური ქსელით გაგზავნილი შეტყობინებისა და „ემოჯის“ წყალობით ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის განსაზღვრაა შესაძლებელი.

ტექსტი გვიჩვენებს ვართ თუ არა სტრესში, ხომ არ ვიტანჯებით დეპრესიით. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ე.წ. სმაილის საშუალებით იმის დადგენაც კი არის შესაძლებელი გავარკვიოთ ადამიანს აქვს თუ არა სუიციდური ფიქრები. დიახ, საუბრის დაწყებისას გამოყენებული პირველი სიტყვები და სხვადასხვა ემოციის გამომხატველი სმაილი ბევრს ამბობს იმაზე თუ რა პრობლემის წინაშე შეიძლება იდგეს ადამიანი.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ისეთი სიტყვები როგორიცაა: ნერვული, ზოგჯერ, რთული, გრძნობა – შფოთვის ინდიკატორია. ხოლო თუ ადამიანი ხშირად გწერთ ცუდი, სავარაუდოდ, აღარასდროს დიდია იმის რისკი, რომ სტრესში იყოს. მტირალა სმაილი კი უტყუარი ნიშანია, რომ მესიჯის ავტორი დისტრესშია. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ეხება სოციალური მედიის პოსტებსაც.

ქირურგია.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018