მეუფე იაკობი: ”პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ”

პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობ იაკობიშვილის თქმით, იგეგმებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მკვლელობა, მაგრამ ღმერთმა ქვეყანა ამ მძიმე დანაშაულისა და განსაცდელისგან იხსნა.

აღნიშნულ თემაზე მეუფე იაკობმა დიდ შაბათს, გარდამოხსნის წესის დროს ლოცვის დასრულებისას ისაუბრა.

– უფალო, დიდი მადლობა, რომ აგვარიდე ძალიან მძიმე დანაშაულს, რომლის შემდეგაც უდიდესი წყევლა გადმოვიდოდა ჩვენს ერზე და როგორც მოსიყვარულე მამამ, არ მიეცი უფლება და საშუალება, რომ მოგვეკლა ჩვენი პატრიარქი.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თავიდან ბოლომდე ჩახედული ვარ და მე არ მჭირდება და არც შენ არ გჭირდება, უფალო, უდანაშაულობის პრეზუმპცია. ვიცით, რაც ხდებოდა. გულწრფელად მეცოდებიან ისინი.

მადლიერი ვართ შენი, რომ აარიდე იმ აზრს და თუ შეინანებენ, აბსოლუტურად არავინ არ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც, პირიქით, სინანულის მერე გვერდში არ დავუდგებით და ჩვენც ვიტვირთავთ მერე მაგ უმძიმეს დანაშაულს, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018