მსუქანი ტაქსა ღობეში გაიჭედა

შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მეხანძრეებმა მსუქანი ტაქსა გადაარჩინეს, რომელიც ღობეში გაიჭედა.
ძაღლი, სახელად მაილო, ეზოში სეირნობდა პატრონის მოლოდინში. როდესაც ის მასთან გავიდა, აღმოაჩინა, რომ ძაღლი შეეცადა ღობეში გამძვრალიყო და გისოსებში გაიჭედა. ცხოველის თავი და წინა თათები ქუჩაში აღმოჩნდა, ხოლო უკანა თათები და კუდი _ ეზოში.
ქალი შეეცადა, თავისი საყვარელი ცხოველი გაეთავისუფლებინა, მაგრამ ეს არც ისე იოლად მოსაგვარებელი აღმოჩნდა. ნახევარი საათის წვალების შემდეგ ის იძულებული გახდა, დასახმარებლად მაშველები გამოეძახებინა.

მათ მოახერხეს, მაილო ისე გაეთავისუფლებინათ, რომ ღობე არ დაემტვრიათ. როგორც გაირკვა, ამისთვის უბრალოდ ძაღლი გვერდზე უნდა გადაებრუნებინათ.
_ როგორც ჩანს, მაილომ საკუთარი აღნაგობა სათანადოდ ვერ შეაფასა. ის ისეთი აღნაგობის აღარ არის, როგორიც ახალგაზრდობაში იყო, _ განაცხადა ძაღლის პატრონმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018