მსუქანმა ბლოგერმა ქალებს მოუწოდა, მსუქანი სხეულით იამაყონ

მსუქანმა ბლოგერმა ჟასმინ გრაიმსმა ქალებს მოუწოდა, იამაყონ საკუთარი არცთუ სრულყოფილი სხეულითა და ზედმეტი წონით. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ ინსტაგრამში დაწერა.
გრაიმსმა, რომელიც ამერიკის კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში ცხოვრობს, გამოაქვეყნა ფოტოსურათი, რომელზეც ის საცვლებშია აღბეჭდილი და სურათისთვის თანდართულ კომენტარში ისაუბრა საკუთარ შეხედულებაზე ქალის გარეგნობასთან დაკავშირებით.

მან ყურადღება გაამახვილა საკუთარ მუცელზე და მკითხველ ქალებს მოუწოდა, ნუ შერცხვებათ მსგავსი არასრულყოფილების.
– არის რაღაც ჯადოსნური ტანსრულ გოგონაში, რომელსაც საკუთარი სხეულის ფორმების დემონსტრირების არ ერიდება. ეს გარშემომყოფთაც აღაფრთოვანებს, – წერს ამერიკელი ბლოგერი.
ასევე გრაიმსი თვლის, რომ ტანსრულმა ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად უნდა გადაიღონ სურათები, რათა საზოგადოებამ შეიცვალოს დამოკიდებულება მსგავსი კადრების მიმართ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018