პაულო დიბალამ ტრავმა მოიშუშა და ბარსელონასთან ითამაშებს

იუვენტუსის არგენტინელმა შემტევმა პაულო დიბალამ ტრავმა მოიშუშა და ის ბარსელონას წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს.

ეს ინფორმაცია თვითონ დიბალამ დაადასტურა, რომელმაც თქვა, რომ ის აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას განმეორებით მატჩში.

დიბალას მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მან იუვენტუსის რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა და ბარსელონასთან მისი თამაში საეჭვო იყო, თუმცა შიში უსაფუძვლო გამოდგა და დიბალას მოედანზე ვიხილავთ.

ამ ორი გუნდის შეხვედრაში პაულომ ორი გოლი გაიტანა და მატჩის გმირი გახდა. განმეორებითი შეხვედრა 19 აპრილს თბილისის დროით 22.45 საათზე დაიწყება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018