პროფესორი რეზო გაგუა თოდუას კლინიკაში გარდაიცვალა – საოპერაციოდან გამოვიდა და საოპერაციო ფორმას რომ იცვლიდა, დავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

ცნობილი ონკოლოგი და პროფესორი, რეზო გაგუა კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელიც თოდუას კლინიკის სახელითაა ცნობილი, დღეს, დაახლოებით 16:00 საათისთვის გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია „აიპრესს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, ფრიდონ თოდუამ დაუდასტურა.

– ოპერაციას აკეთებდა. დაამთავრა, საოპერაციოდან გამოვიდა და საოპერაციო ფორმას რომ იცვლიდა, დავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, – განაცხადა თოდუამ.

ცნობილი ონკოლოგის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც „აიპრესს“ ფრიდონ თოდუამ განუცხადა, რეზო გაგუას გულის პრობლემები ჰქონდა.

– მას გულის შუნტირება ჰქონდა გაკეთებული ამერიკაში რამდენიმე წლის წინ. გული აწუხებდა. ვფიქრობთ, რომ ალბათ ტრომბული იყო, – განაცხადა თოდუამ.

71 წლის რეზო გაგუა საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და  ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გენერალური დირექტორი იყო

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018