რატომ არ გავიდა „ვანოს შოუ“ ეთერში

გუშინ, წითელ პარასკევს, რუსთავი 2-ის ეთერში „ვანოს შოუ“ არ გასულა. არხის დირექტორი ეთერში გადაცემის არ გასვლას სოციალურ ქსელით გამოეხმაურა.

– “ვანოს შოუ”, რაც მე რ2ის დირექტორი ვარ, არასდროს არ გასულა ეთერში წითელ პარასკევს. მანამდე რა ხდებოდა, ვერ გეტყვით.
ეს არაა არხის პოზიცია. რუსთავი 2 ემყარება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებს და აცნობიერებს, რომ მისი მაყურებელი მიეკუთვნება განსხვავებულ რელიგიურ კონფესიებს. თუმცა, ამასთანავე, გადაცემაზე მომუშავე ჯგუფი, საკუთარი რელიგიური მოსაზრებების გამო, შეუძლებლად თვლის ამ დღეს გასართობ გადაცემაზე მუშაობას. შესაბამისად, არხიც პატივს სცემს თანამშრომლების ამ მოსაზრებას და არ თვლის დასაშვებად და შესაძლებლად, აიძულოს ისინი, იმოქმედონ საკუთარი რელიგიური გრძნობების საწინააღმდეგოდ, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018