რატომ იკლებენ სიმაღლეში ხანდაზმულები?

ასაკის მატებას თან ახლავს ორგანიზმში რიგი ცვლილებები.

ჭაღარავდება თმა, ჩნდება ნაოჭები, სიმსუქნის დამარცხება რთულდება და სხვა. შეიძლება შეგიმჩნევიათ, რომ ხანდაზმულების სიმაღლე შემცირებულა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 30–დან 70 წლამდე ასაკის ბევრი ადამიანის სიმაღლე მცირდება – მამაკაცები 2 სანტიმეტრით იკლებენ, ხოლო ქალები 5 სანტიმეტრით. 80 წლის ასაკში კი ადამიანების სიმაღლე კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით იკლებს.

მკვლევარები აცხადებენ, რომ 54%–ით მაღალია ბარძაყის ძვლის მოტეხილობის რისკი 70 წლის ან უფროსი ასაკის მამაკაცებში, რომლებმაც 2 წლის განმავლობაში 2 სანტიმეტრით დაიკლეს სიმაღლეში. ხოლო ქალბატონებში მოტეხილობის რისკი 21%–ს შეადგენს.

რატომ ხდება ასე? მოგეხსენებათ, რომ ხერხემლის მალები ერთმანეთს უერთდება გელისმაგვარი ბალიშით დისკოთი. სითხის დაკარგვის გამო კი დისკო თანდათან თხელდება და შესაბამისად, მოკლდება ხერხემალიც. ხერხემლის სვეტი მრუდდება და იჭმუხნება. ტერფის თაღები სიმკვეთრეს კარგავს, რაც ასევე იწვევს სიმაღლის შემცირებას.

რეკომენდებულია, შეწყვიტოთ სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმელის მიღება და უარი თქვათ მკაცრ დიეტაზე. შეარჩიეთ ჯანსაღი კვების რაციონი, ორგანიზმი გაანებივრეთ D ვიტამინითა და კალციუმით – რეგულარულად ივარჯიშეთ.

ქირურგია.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018