რა ინფორმაციას იძლევა მხედველობის ველის განსაზღვრა

მხედველობის ველი სივრცის ის ნაწილია, რომელსაც ხედავს ადამიანი ფიქსირებული მზერის პირობებში _ ანუ როდესაც უყურებს ერთ წერტილს. მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანია სხვადასხვა ოფთალმოლოგიური და ნევროლოგიური დარღვევების დიაგნოსტირებისათვის.

რა ინფორმაციას იძლევა მხედველობის ველის განსაზღვრა და რა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის ველის დეფექტი.გვესაუბრება  ექიმი-ოფთალმოლოგი მარინა ტოლმაჩევა.

მარინა ტოლმაჩევა:

– პერიმეტრია – მხედველობის ველის განსაზღვრა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევაა.

მხედველობის ველის განსაზღვრებას ანუ პერიმეტრიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც თვალის დაავადებების, ასევე სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის პათოლოგიების დიაგნოსტირებაში.

– როგორ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის ველის დეფექტი?

– მხედველობის ველის დეფექტი შეიძლება გამოვლინდეს წერტილის, ლაქის, რკალის სახით და იყოს სხვადასხვა ფორმის და ზომის. ეს კვლევა გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ მხედველობის ნერვის და ბადურას მდგომარეობა.

კვლევა ტარდება უახლეს აპარატზე, არის არაინვაზიური და მარტივი შესასრულებელი პაციენტისთვის.

– რა ინფორმაციას იძლევა პერიმეტრია?

– პერიმეტრია არის ძალზე ინფორმატიული გლაუკომის დიაგნოსტირებაში სხვა კვლევებთან ერთად და მისი შემდგომი მონიტორინგისთვის.

– რისთვის არის საჭირო მხედველობის ველის განსაზღვრა?

– მხედველობის ველის განსაზღვრა აუცილებელია ნევროლოგიური პათოლოგიების დროს, ისეთი, როგორიცაა ტოქსიური დაზიანებები, ტრავმები, ახალწარმონაქმნები, სხვადასხვა სახის სისხლის მიმოქცევის მოშლები და მრავალი სხვა.

ამ კვლევის შედეგად შეგვიძლია დავადგინოთ პროცესის სავარაუდო ლოკალიზაცია, დაზიანების სიმძიმე, დაავადების დინამიკა და მკურნალობის ეფექტურობა.

– რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

– მკითხველს ვურჩევდი, დროულად მიაკითხონ სპეციალისტს, რადგან დროულად ჩატარებული კვლევა ადრეული განკურნების საწინდარია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018