რიკოთის პროექტში 40 ხიდი და 100 გვირაბი იქნება

– რიკოთის პროექტი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პროექტად ითვლება, ამიტომ ამ მონაკვეთის პროექტირებაზე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯგუფებია მობილიზებული, – განაცხადა „საქმის კურსთან“ საუბრისას საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ.

მისი თქმით, რიკოთის მონაკვეთზე მშენებლობაზე ტენდერი მომავალი წლის დასაწყისში გამოცხადდება.

– ვიმედოვნებთ, რომ საკმაოდ კარგ და უსაფრთხო გზის მონაკვეთს მივიღებთ და წლის ბოლოს უკვე სრული დოკუმენტაცია გვექნება იმისთვის, რომ ბიუჯეტი განვსაზღვროთ და მომავალი წლის დასაწყისში ტენდერი გამოვაცხადოთ მშენებლობის გამოსავლენად.

ჩვენ უკვე შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ამ მონაკვეთზე დაახლოებით 40-მდე გვირაბი გვექნება და 100-მდე ხიდი. პროექტი ძალიან საპასუხისმგებლოა და გზების დეპარტამენტი და მთლიანად სამინისტრო აღნიშნულ პროექტს დასახულ ვადებში აუცილებლად დაასრულებს, – განაცხადა სეთურიძემ.

რიკოთის უღელტეხილზე, ხევი-უბისა-შორაპანი-არგვეთის მონაკვეთის 42 კმ სიგრძის 4-ზოლიანი გზის მშენებლობის პროექტირება იწყება, რომელიც 100-მდე ხიდსა და 40-მდე გვირაბს მოიცავს

bm.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018