რობერტ ლევანდოვსკი რეალთან განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს

მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის რეალის წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრაში ითამაშებს. ამის შესახებ თვითონ ლევანდოვსკიმ თქვა.

პოლონელმა თავდამსხმელმა რეალთან პირველი მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა და მისი არყოფნა ბაიერნს ძალიან დაეტყო. ლევანდოვსკის თქმით მას შეეძლო თამაში, მაგრამ გართულებების თავიდან ასაცილებლად დასვენება არჩია.

საბოლოოდ ბაიერნმა 1:2 წააგო და თავის ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიყენა. განმეორებითი შეხვედრა 18 აპრილს მადრიდში გაიმართება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018