როგორ გადაურჩა ტიციანის ნახატები დაწვას

მაშინ როდესაც ტიციანი 99 წლის იყო, შავმა ჭირმა იმძლავრა ვენეციაში. იმ დროს ტიციანი კანალე გრანდეზე ცხოვრობდა თავის ვაჟიშვილთან, ჰორაციოსთან ერთად. შავმა ჭირმა გადაჭამა ყველაფერი. ტიციანს აღარ აქვს შეკვეთები, მასთან არც სტუმრები ჩამოდიან და სიტუაცია ძალიან მძიმეა. სურათს ისიც ამძიმებს, რომ ვენეციიდან კარგად ჩანს კუნძული, სადაც წვავენ შავი ჭირით გარდაცვლილი ადამიანების გვამებს. ყველგან შავი გონდოლები დადიან და გვამები გადააქვთ.

სწორედ ამ დროს ხატავს ტიციანი თავის ძალიან ცნობილ ნახატს, რომელსაც დატირება, პიეტა ჰქვია. ეს არის ძალიან ძლიერი სურათი თავისი სიმყარით, სიმკვრივით და ტრაგიკულობით. ამ სურათში ჩახატულია კიდევ პატარა სურათი – ერთი მოხუცი და ერთი ახალგაზრდა კაცი, მუხლმოყრილი ღვთისმშობლის ხატის წინაშე. ძალიან დიდხანს მაინტერესებდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და აღმოჩნდა, რომ ესენი თვითონ ტიციანი და მისი ვაჟი არიან, რომლებიც ღვთისმშობელს გადარჩენას ევედრებიან. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ისინი ლოცვამ ვერ დაიფარა. ჯერ ჰორაციო დაიღუპა შავი ჭირით, 3 დღის შემდეგ კი თავად ტიციანიც. ის, ფუნჯით ხელში, თავის „პიეტასთან“ წაქცეული ნახეს.

ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ ქალაქის ხელისუფლების მიერ დანიშნული ეპისკოპოსი მიდიოდა გარდაცვლილის სახლში და წყვეტდა, უნდა გაენადგურებინათ თუ არა ქონება, რომელიც მიცვალებულს ეკუთვნოდა.

როდესაც ტიციანის სახლში მივიდნენ, ეპისკოპოსმა თქვა, რომ ტიციანი მხოლოდ სიბერით გარდაიცვალა, ამიტომ მისი ნახატების დაწვა აუცილებელი არ იყო. შეიძლება ითქვას, რომ ასე დაუბრუნდა სიკეთე, რომელიც მან ჯორჯონეს გაუკეთა მაშინ, როდესაც ვენეციაში მანამდე იმძლავრა შავმა ჭირმა და თავისი მეგობრის, ჯორჯონეს, უნიკალური ნახატები გადაარჩინა.

bu.com.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018