სსფ საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში 5,5%-იან ეკონომიკურ ზრდას 2020 წლისთვის ელოდება.

ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოში მშპ 3,5%-ით გაიზრდება, რაც მთავრობის პროგნოზს 0,5%-ით ჩამორჩება.
სავალუტო ფონდმა 2017 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ შეამცირა – ოქტომბერში IMF ეკონომიკის 5,2%-იან ზრდას პროგნოზირებდა, ნოემბერში კი 4%-იანს.
სავალუტო ფონდის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მშპ-ს 5,5%-იან ზრდას 2020 წლისთვის ხელს შეუწყობს სტრუქტურული რეფორმები და ინვესტიციები. საშუალოვადიან პერიოდში სტრუქტურული რეფორმებით მშპ-ს 1%-მდე ზრდაა პროგნოზირებული.
ამასთან, ლარის გაუფასურების, გადასახადების ზრდისა და მაღალი სასაქონლო ფასების გავლენით, სავალუტო ფონდი ინფლაციის მიზნობრივ, 4%-იან მაჩვენებელზე მეტად გაზრდას ელოდება. ინფლაციის 3%-იან მაჩვენებლამდე შემცირებას სავალუტო ფონდი 2018 წლიდან პროგნოზირებს.

bm.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018