ტიბო კურტუამ ტრავმა რეკლამაში გადაღების დროს მიიღო

ჩელსის მეკარემ ტიბო კურტუამ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც მან რეკლამაში გადაღების დროს მიიღო.

როგორც აღმოჩნდა კურტუა რეკლამის დროს კალათბურთს თამაშობს და კალათბურთის თამაშის დროს მან ფეხი დაიზიანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ბელგიელი მეკარე, თუმცა სავარაუდოდ ის კიდევ ერთი კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება თავის გუნდს.

მანჩესტერთან შეხვედრაში კურტუა ასმირ ბეგოვიჩმა შეცვალა და სავარაუდოდ მომავალ მატჩებშიც ბეგოვიჩი დაიცავს ჩელსის კარს. მანჩესტერთან ჩელსიმ 0:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლაში ინტრიგა დააბრუნა.

 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018