ტკბილი სასმელები ბავშვების კბილებისთვის მავნებელია

ის სასმელები, რომელსაც სკოლის მოსწავლეები სვამენ, მავნებელია კბილებისთვის.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყოველი 3 სასმელიდან 2, რაც ბავშვებს უყვართ, უარყოფითად აისახება კბილების ჯანმრთელობაზე.

ნაშრომი წარმოადგინეს ორგანიზაციის The Natural Hydration Council მეცნიერებმა.

„მნიშვნელოვანია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ დიეტური სასმელებიც ვნებს კბილებს. შესაძლოა ამ სასმელებში შემავალმა ინგრედიენტებმა, მაგალითად, ფოსფორის მჟავამ, ლიმონის მჟავამ და ღვინის მჟავამ კბილის ეროზია გამოიწვიოს, – აცხადებს ორგანიზაცია Oral Health Foundation–ის დირექტორი, ნიგელ კარტერი.

ამასთან, ყოველი 3 სასმელიდან, რასაც 5–დან 9 წლამდე ასაკის ბავშვები სვამენ, მხოლოდ ერთია სასარგებლო კბილებისთვის.

ექსპერიმენტში მონაწილე პატარების მხოლოდ 26% იღებს დღის განმავლობაში წყლის სასარგებლო დოზას. ხოლო დიეტური, გაზიანი სასმელების მაჩვენებელი 30%–ს შეადგენს.

დიეტოლოგი, ემა დერბიშირი აცხადებს, რომ ზრდასრულებმა და ბავშვებმა ტკბილი სასმელები სასარგებლო წყლით უნდა ჩაანაცვლონ. წყალი არ შეიცავს შაქარს და სასარგებლოა ბავშვის კბილებისთვის.

ქირურგია.გე

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018