“ფეისბუკ მკვლელი” მანქანაში მკვდარი იპოვეს

„ფეისბუკ მკვლელი“ სტივ სტივენსი მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, სტივენსმა თავი მოიკლა.

კლივლენდის პოლიცია 37 წლის სტივ სტივენსს რამდენიმე დღე ეძებდა, მას შემდეგ, რაც მან ხანდაზმული მამაკაცი მოკლა და მკვლელობის კადრები ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.

ფეისბუკის ადმინისტრაციამ დააზუსტა, რომ მამაკაცმა მართლაც მოახდინა მკვლელობის ვიდეოს გავრცელება, მაგრამ ეს არ მომხდარა ფეისბუკლაივით, ვიდეო მკვლელობის შემდეგ აიტვირთა.

სტივენსმა არამხოლოდ მკვლელობის ვიდეო გაავრცელა, არამედ განაცხადა, რომ ის პასუხისმგებელია სხვა მკვლელობებზეც.

შემზარავი კადრების გავრცელების შემდეგ, მედიამ მას “ფეისბუკ მკვლელი” უწოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018