ქიბარ ხალვაში დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაემუქრა

  ქიბარ ხალვაშის განცხადებით, დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან შეთანხმება ძალაშია. იგი ასევე აცხადებს, რომ მათი ბოლოდროინდელი განცხადებებით უკმაყოფილოა.

საუბარია სასამართლო დავის მოგების შემთხვევაში წილების განაწილებაზე. ხალვაშის განცხადებით, მას წილების ჩამორთმევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.

– აქიმიძე და დვალი თუ ძალიან დამიწყებენ კაჩაობას, ასე ტელევიზია-ტელევიზია სირბილით, შეიძლება შეთანხმებას რამე მუქარა ჰქონდეს, მაგრამ ის შეთანხმება რაც ვთქვი, ძალაშია ჯერ კიდევ, მე პროკურატურაში მივეცი ჩვენება, რომ წილი ვიყიდე გარკვეულ თანხად, მანამდე რა მოხდა, ვინ ვისთან იძალადა, იგივე ადეიშვილმა, რომელიც დღეს ერთ-ერთი აქტიური უხილავი ძალაა, ჩვენება მივეცი, რომ იძალადა და ვიღაცებმა რაღაცები დათმეს, სხვა არავითარი წვლილი არ მაქვს მიღებული, იმის შემდეგ ვმეგობრობდით, ყოველთვის იყო ურთიერთგაგება და არავითარი პრეტენზია ერთმანეთთან არ გვქონია, მე ადამიანურად ვთვლი, რომ შესაძლოა სამართლიანობის აღდგენაში რამე მონაწილეობა მივიღო, თორემ არავითარი ვალდებულება არ გამაჩნია დვალისა და აქიმიძის მიმართ, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018