ყავა და მისი სასარგებლო თვისებები

ბევრ ადამიანს ყავის გარეშე დილა ვერ წარმოუდგენია.

ანტიოქსიდანტებით მდიდარი გემრიელი სასმელი დადებითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ის ენერგიით აგავსებთ და დაღლილობისგან გიხსნით.

სეულის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყავა უძილობისგან გამოწვეულ სტრესს ჩინებულად კურნავს. თუ ღამით სათანადოდ ვერ გამოიძინეთ შეგიძლიათ ყავა მიირთვათ. გემრიელი წამალი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ყავა ამცირებს პარკინსონის დაავადების სიმპტომებს. პარკინსონის დაავადება ნერვული სისტემის პროგრესირებადი და ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მოძრაობის დარღვევას იწვევს. საწყის ეტაპზე ვლინდება ტრემორი (ხელების კანკალი), მოძრაობისას დისკომფორტი. ამასთან, შესაძლოა გამოვლინდეს აზროვნებისა და ქცევის პრობლემები. პარკინსონით დაავადებულთა მესამედზე მეტს აღენიშნება დეპრესია და შფოთვა. ზოგჯერ ვლინდება ძილთან დაკავშირებული პრობლემებიც.

ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, ვინც ალკოჰოლურ სასმელს სვამს.

ყავა გაბედნიერებთ. მისი წყალობით დეპრესიის განვითარების რისკი 10%–ით მცირდება. ყავა ქალბატონებს კანის კიბოსგან იცავს.

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ყავა ამცირებს დიაბეტის ტიპი 2–ის განვითარების რისკს. დიაბეტის ტიპი 2 მსოფლიოს მასშტაბით 300 მილიონ ადამიანს აწუხებს.

ქირურგია.გე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018