ჩინელმა მძინარე კენგურუებს ქვები დაუშინა

ჩინეთის იანჩჟოუს ოლქში მდებარე ზოოპარკში ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა მძინარე კენგურუებს რამდენიმე ქვა ესროლა, რათა შემდეგ ისინი სურათზე ნახტომის გაკეთების მომენტში აღებეჭდა.
ზოოპარკის სხვა დამთვალიერებლები შეეცადნენ, მამაკაცი, რომლის სახელი უცნობია, შეეჩერებინათ, მაგრამ მან უარი თქვა ეღიარებინა, რომ მისი ქცევა სასტიკი მოპყრობა იყო ცხოველებთან მიმართებაში.

მას შემდეგ, როდესაც შემთხვევის თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები ინტერნეტში მოხვდა, მამაკაცს სოციალური ქსელების მომხმარებლების, მას მედიისა და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის თანამშრომლების ნეგატიური კომენტარების ნიაღვარი დაატყდა თავს.
ფოტოსურათები ჩინეთის ზოოპარკების ასოციაციას გადაეგზავნა, რათა მათ მომხდარზე რეაგირება მოეხდინათ.

ჩინელი მამაკაცის ქმედებამ მიაყენა თუ არა რაიმე სახის დაზიანებები ცხოველებს, უცნობია.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018