ჩრდილოეთ კორეა აშშ-ს ბირთვული იარაღით დაემუქრა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აშშ-ის მხრიდან ნებისმიერ პროვოკაციას ბირთვული იარაღის გამოყენებით უპასუხებს, – აღნიშნულის შესახებ კორეის მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ცოი რიონ ხემ განაცხადა.
– ჩვენ ბირთვული იარაღით გავანადგურებთ აშშ-ის ბირთვულ იარაღს, – აღნიშნა მან.
– თუ აშშ გაბედავს და პროვოკაციაზე წავა, ჩვენ დაუყოვნებლივ განვახორციელებთ გამანადგურებელ დარტყმას, ბირთვულ ომს ჩვენ ბირთვული დარტყმით ვუპასუხებთ, – დასძინა მან.
კორეის სახალხო არმიის გენერალური შტაბის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა, აშშ-ის აგრესიის შემთხვევაში, პრევენციულ დარტყმებს განახორციელებს იაპონიაში და სამხრეთ კორეაში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის რეზიდენციაზე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018