ცნობილი ბიზნესმენების 10 ციტატა ფულზე

ადამიანებების შეხედულებები ფულზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან საბოლოო ჯამში, ამაზეა დამოკიდებული, გახდებით თუ არა მდიდარი.

გთავაზობთ, ცნობილი ბიზნესმენების ასევე ცნობილ ციტატებს ფულთან დაკავშირებით.

მარკ ცუკერბერგი, (Facebook-ის დამაარსებელი)

– ჩემი მიზანი არასდროს არ ყოფილა უბრალოდ კომპანიის შექმნა. ბევრი მცდარად ფიქრობს, რომ მოგება არის ერთადერთი რამ, რაც მაინტერესებს. თუმცა მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილ ვიყავი არა უბრალოდ კომპანია, არამედ რაღაცა უფრო დიდი, რასაც შეუძლია სამყაროს შეცვლა.

უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელი)

– მე გეტყვით თქვენ, როგორ გახდეთ მდიდარი. დაკეტეთ კარები. იყავით ფრთხილი, როდესაც სხვებს იპყრობს სიხარბე. და იყავით ხარბი მაშინ, როდესაც ყველა ფრთხილობს.

ოპრა უინფი (მეწარმე, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, ტელეწამყვანი)

– მე მივაღწიე ფინანსურ წარმატებას მხოლოდ იმიტომ, რომ არც ერთი წამით არ მიფიქრია ფულზე.

მაიკლ ბლუმბერგი (Bloomberg LP-ის აღმასრულებელი დირექტორი)

– რაც მეტ ფულს აძლევთ ადამიანებს, მით უფრო მეტს ხარჯავენ ისინი. თუ არ ხარჯავენ, მაშინ აბანდებენ. ფულის დაბანდება კი სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებაა და ეს უნდა გაკეთდეს.

ლარი პეიჯი (Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი)

– ჩვენ რომ გვაინტერესებდეს მხოლოდ ფული, უკვე დიდი ხნის წინ გავყიდდით კომპანიას და დავისვენებით პლიაჟზე.

ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი)

– დაზოგვის უნარი ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა შეზღუდვა. შეზღუდული პირობებიდან თავის დაღწევის ერთადერთი პირობაა – გამოიგონო საკუთარი საშუალება ამისთვის.

სერგეი ბრინი (Google-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი)

– ხშირად გაიგონებთ, რომ ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას. ყოველთვის მეგონა, რომ ბევრ ფულს შეუძლია გახადოს ადამიანი ბედნიერი. თუმცა, ასე არაა.

ჯეკ მა (Alibaba Group-ის დამფუძნებელი)

– დღეს ძალიან ადვილია ფულის შოვნა. აი ფულის შოვნა, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის შენარჩუნება და სამყაროს გაუმჯობესება კი – ძალიან ძნელია.

ინგვარ კამპრადი (IKEA-ს დამფუძნებელი)

– ფინანსურად შეჭირვებული ვარ, და მერე რა? მე ვუყურებ ფულს, რომლის დახარჯვაც შემიძლია ჩემთვის, და ვფიქრობ – შეუძლია თუ არა იგივე IKEA-ს კლიენტებს? მე შემიძლია მუდმივად ვიმოგზაურო პირველი კლასით, მაგრამ ბევრი ფული არ ნიშნავს, რომ ის უნდა დახარჯო უაზროდ. თუ საუბარია ლიდერობაზე, მთავარია სწორი მაგალითის მიცემა. მე უნდა ვაძლევდე სწორ მაგალითს IKEA-ს თანამშრომლებს.

ჯორჯ სოროსი ( ინვესტორი, Soros Fund Management)

– ფინანსური ბაზრები არაპროგნოზირებადია. აზრი, თითქოს შეიძლება იმის განჭვრეტა, თუ რა მოხდება, სრულიად ეწინააღმდეგება ჩემს წარმოდგენას ბაზრის შესახებ.

კომერსანტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018