ცოლ-ქმარი 69 წლის შემდეგ ერთად გარდაიცვალნენ

91 წლის ისააკ ვატკინი და მისი 89 წლის მეუღლე ტერეზა ვატკინი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ერთად იყვნენ. ცოლ-ქმარი, რომელიც ჩიკაგოს გარეუბანში ცხოვრობდა, 40 წუთის ინტერვალით გარდაიცვალნენ.

როდესაც ტერეზა გარდაიცვალა, ისინი ერთმანეთის გვერდით ხელიხელჩაკიდებულები იწვნენ კლინიკის საწოლებზე. 40 წუთის შემდეგ კი ისააკიც გარდაიცვალა, როდესაც ნათესავებმა ტერეზას ცხედარი პალატიდან გაიტანეს.

ცოლ-ქმარმა ერთად 69 წელი იცხოვრეს.

მათ ერთმანეთი არგენტინაში გაიცნეს. ქორწილის შემდეგ გადასახლდნენ აშშ-ში, სადაც სამი შვილი გაზარდეს. ისააკი ბიზნესმენი იყო, ტერეზა კი მემანიკურე გახდა.

მოხუცებულ ტერეზას ალცჰეიმერის დაავადება დაემართა. ისააკი ბოლომდე უვლიდა მას, ხოლო როცა ტერეზა საავადმყოფოში დააწვინეს, ყოველდღე მიდიოდა მის სანახავად.

 

 

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018