ჯანმრთელი ნაწლავები – ძლიერი იმუნიტეტი

ხშირად ავადმყოფობთ, სისუსტეს გრძნობთ, კანზე გამონაყარით იტანჯებით? ნაწლავები შეამოწმეთ. ჯანმრთელ ნაწლავებზე დამოკიდებულია მთელი ორგანიზმის მდგომარეობა. ის არა – უბრალოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, არამედ ორგანიზმის ყველაზე დიდი იმუნური ორგანოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი “სწორი” მიკროფლორა.
მთავარია ბალანსი
ნაწლავების მიკროფლორა მეტაბოლიზმის მნიშვნელოვანი მონაწილეა. ის ნაწლავების ეპითელიუმს დაზიანებისგან იცავს, შთანთქმულ საკვებს ხლეჩს და ამუშავებს, ბევრ ვიტამინსა და ამინომჟავას წარმოქმნის, პათოგენური მიკრობებისგან იცავს. ნაწლავებში ბაქტერიების საერთო მასა 3კგ.-ს აღწევს. მათი ასობით სახეობაა. მიკროფლორის ნებისმიერი ცვლილება (როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი) ორგანიზმზე გავლენას ახდენს. ნაწლავებში ბაქტერიების მდგომარეობაზე დამოკიდებულია, ადამიანი მიდრეკილი იქნება სიმსუქნისკენ თუ გამხდრობისკენ, ოპტიმიზმისკენ თუ დეპრესიისკენ. მათი ბალანსის დარღვევა შეიძლება ბევრი სერიოზული დაავადების (დიაბეტი, სიმსუქნე, რევმატული ართრიტი, ქრონიკული დაღლის სინდრომი და სხვა) განვითარების ბიძგი გახდეს.
დიქტატორი ბაქტერიები
მიკროფლორაზე ასევე დამოკიდებულია ის, ადამიანი რომელ საკვებს ამჯრბინებს. ბაქტერიების თითოეულ სახეობას განსაზღვრული საკვები “მოსწონს”. მისი წყალობით გაძლირებულად გამრავლებას იწყებენ და ამგვარად ნაწლავებში მიკროორგანიზმების ზოგად ბალანსს ცვლიან, ზოგჯერ ცუდი კუთხით. ეს “დიქტატორი” ბაქტერიები ამა თუ იმ გემოს მიმართ ჩვენ სიყვარულს ხელმძღვანელობენ. ამავე დროს ყველა მათგანი როდი გვაიძულებს სასარგებლო, ჯანსაღი საკვების არჩევას. თუ ასეთი ბაქტერიები სასურველს ვერ მიიღებენ, ტოქსინების გამოყოფას იწყებენ,რომელთა გამო თავს ცუდად ვგრძნობთ, და პირიქით, “დამჯერობისთვის” განწყობის ამამაღლებელი ქიმიური ნივთიერებებით “წაგვახალისებენ”.
საბედნიეროდ, გარდა ამ ბაქტერიებისა, რომლებიც ნახშირწყლების მაღალი შემცველობის ფასტფუდებს ითხოვენ, არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ვიტამინებისა და ამინომჟავეების სინთეზზე. თუ გააზრებულად შევარჩევთ მათი “საყვარელი” უჯრედისების შემცველ პროდუქტებს, გამრავლდებიან, ხოლო იმავე დროს “ნახშირწყლების მოყვარული” ბაქტერიების რაოდენობა შემცირდება. ნაწლავებში რაც უფრო მეტია სასარგებლო ბაქტერიები, ადამიანს მით უფრო ძლიერ ეყვარება უჯრედისებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული.
როგორ აღვადგინოთ მიკროფლორა?
თუ ნაწლავებმა გაწყვიტა რეგულარულად შეასრულოს თავისი ფუნქცია, გაჩნდა შებერილობა, სპაზმები, ყაბზობა ან დიარეა, შესაძლებელია ეს დისბაქტერიოზია – ნორმალური მიკროფლორის დარღვევა. მის აღსადგენად საჭიროა: 1). კვების კორექტირება: ნაკლები ნახშირწყლები, ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, შაქარი და რაციონში მეტი უჯრედისები: მწვანილი, ხილი, ბოსტნეული, რძის მჟავე პროდუქტები. 2). პროდუქტი მოშუშეთ ან მოხარშეთ – ნაწლავების ლორწოვანი გარსი არ გაღიზიანდება. 3). საკვები დღეში რამდენჯერმე პატარა ულუფობით მიიღეთ – ბაქტერიები უკეთესად გადაამუშავებენ. 4).მეტი წყალი დალიეთ. 5). შეამცირეთ ან საერთოდ გამორიცხეთ ალკოჰოლის მოხმარება – ნაწლავებში ანთებას იწვევს. შედეგად, სასარგებლო ბაქტერიები იჩაგრება, პათოგენური კი პირიქით, აქტიურდება. 6. მოწევას თავი დაანებეთ, ორგანიზმი ტოქსინებით რომ არ გადაიტვირთოს და “კარგმა” ბაქტიერიებმა მათთან ბრძოლაში ძალა არ გაფლანგონ. 7). არანაკლებ 7-8 საათი იძინეთ. სტრესი ანთებით პროცესებს ხელს უწყობს, საჭმლის მონელებას აფერხებს და “კარგ მიკროფლორაზე” ნეგატიურად მოქმედებს. 8). აქტიური ცხოვრების წესით იცხოვრეთ. 9). ანტიბიოტიკების (პათოგენურ ფლორასთან ერთად სასარგებლოსაც ანადგურებს) და ტკივილგამაყუჩებელის (დამღუპველია ნაწავების ლორწოვანისთვის სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებისთვის) მიღებას მოერიდეთ.
“სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018