ამერიკის პორნომსახიობს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდა

ამერიკის პორნომსახიობს შიდსის ვირუსი აღმოაჩნდაამერიკის პორნოინდუსტრიის პროფესიონალურმა ასოციაციამ პროდიუსერებს მას შემდეგ მოუწოდა შეეჩერებინათ გადაღებები, როდესაც მსახიობების გეგმიური შემოწმებისას ერთ-ერთ შიდსის ვირუსი აღმოაჩნდა. ამ ინფორმაციას ორგანიზაცია საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული თუ კონკრეტულად რომელ მსახიობზეა საუბარი, ასევე უცნობია, ის მამაკაცია თუ ქალი.

ასოციაცია სურს, ტესტი განმეორებით ჩაატაროს და დარწმუნდეს, რომ შედეგები სინამდვილეს შეესაბამება. გარდა ამისა, ის შეატყობინებს და გადაამოწმებს დაზარალებულის შესაძლო პარტნიორებს. თუ აღმოჩნდება, რომ შეცდომა იყო, გადაღებები განახლდება.
ორგანიზაციის ინფორმაციით, პიროვნება, ვისზეცაა საუბარი, შესაძლოა წინა ტესტის შემდეგ იქნა დაინფიცირებული, რომელმაც მაშინ უარყოფითი შედეგი აჩვენა. ვინაიდან ამ დროის მანძილზე შიდსის ვირუსის მატარებელი პორნოში არ ყოფილა გადაღებული, სხვა მსახიობების დასნებოვნების შესაძლებლობა მინიმალურია.