ბრაზილიელი ონკოლოგი: გინდათ დიდხანს სიცოცხლე? სადილის შემდეგ მცირე ხნით წათვლიმეთ

ბრაზილიელი ონკოლოგი: გინდათ დიდხანს სიცოცხლე? სადილის შემდეგ მცირე ხნით წათვლიმეთბრაზილიელმა ონკოლოგმა პაოლო უბირატანმა, რომელმაც ადგილობრივ გაზეთს ინტერვიუ მისცა ცხოვრების ჯანმრთელი წესის გავრცელებული მითების შესახებ ,  მეორე დღეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით სახელგანთქმულმა გაიღვიძა. ის ინტერნეტის ვარსკვლავი გახდა და დღეს მასთან პაციენტები კონსულტაციისთვის  მთელი მსოფლიოდან ჩადიან .

მაინც რა თქვა ასეთი ექიმმა უბირატანმა?. შევეცდებით, მოკლე თეზისების სახით მოგაწოდოთ მისი თეორია.

– უნდა შევზღუდოთ თუ არა ალკოჰოლოს მოხმარება?

– პრინციპში კი, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღვინო კეთდება ყურძნისგან, ხოლო ლუდი მარცვლეულისგან. ბრენდი არის დისტილირებული ღვინო, რაც იმას ნიშნავს, რომ მარცვლიდან გამოდევნილია სითხე, მისი წყალობით შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოთ, ვიდრე მწიფე მარცვლისგან. ასე რო, ძალიანაც ნუ შეზღუდავთ თავს.

– როგორ მოვუაროთ თავს, თუ ჯერჯერობით კარგად ვართ, მაგრამ ასაკში შევდივართ?

– ჩემი ფილოსოფია ასეთია: თუ არაფერი გტკივათ, არაფერი მოიმოქმედოთ. სპორტი მოყვარულ დონეზე ჯანმრთელობას არ ვნებს, მაგრამ პროფესიულ დონეზე საკმაოდ საზიანოა. ერთადერთი, რასაც ის შეგმატებთ, ეს კუნთებია. რეგულარული სიარული რომ სასარგებლო იყოს, ფოსტალიონები უკვდავები იქნებოდნენ. კურდღლები დარბიან, ხტუნავენ გაუჩერებლად, მაგრამ ცხოვრობენ 15 წელი. კუ არ დარბის, და არაფერს აკეთებს და ცხოვრობს 400-500 წელი.

მაგრამ ხომ ამბობენ, რომ ფიზიკური დატვირთვა სიცოცხლეს ახალგრძლივებს და სასარგებლოა გულისთვის?

გული დაპროგრამებულია გარკვეული რაოდენობის შეკუმშვისთვის. ნუ დახარჯავთ მას ვარჯიშის გამო. მისი რესურსი გულის შეკუმშვის რაოდენობის მიუხედავად მთავრდება. ეს იგივეა, რომ თქვენს მანქანას გაუხანგრძლივოთ სიცოცხლე სწრაფად ტარებით.

გინდათ დიდხანს სიცოცხლე? სადილის შემდეგ მცირე ხნით წათვლიმეთ.

– მავნებელია თუ არა ხორცი ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

– სანამ უცოდინარ დიეტოლოგებს დაუჯერებთ, ეცადეთ თავად ჩაწვდეთ საკითხის არსს.

რას ჭამს ძროხა?-ბალახს და სიმინდს. ეს მცენარეული საკვებია. ძროხის ხორცი კი ამ საკვების გადამუშავებით მიღებული პროდუქტი. ჩემის აზრით, ძროხის ხორცი მშვენიერი საშუალებაა მცენარეული საკვების მისაღებად.

– ცოტა შემაშფოთებელია ამ ყველაფრის მოსმენა ექიმი-პრაქტიკოსისგან!

– აქ იდეალურად ჟღერს ჰანტერ ტამპსონის ციტატა: ცხოვრება სიკვდილამდე მოგზაურობაა, რომლის მიზანია, სახლში დაბრუნდე არა ლამაზი და შენახული, არამედ დაღლილი, კვამლიანი და მთლიანად გამოფიტული და ხმამაღლა შესძახოთ “აი მესმის მოგზაურობა!”