ბრიტანეთის საავადმყოფოდან ”ბოტოქსის ბანდიტი” გაიქცა

ბრიტანეთის საავადმყოფოდან ”ბოტოქსის ბანდიტი” გაიქცადიდი ბრიტანეთის ქალაქ ეშფორდის სამედიცინო დაწესებულებიდან გაიქცა ქალი, რომელსაც არ სურდა მისთვის ჩატარებული პროცედურებისთვის ფული გადაეხადა.
როგორც საავადმყოფოს ექიმმა მაიკლ შეილმა განაცხადა, მან გოგონას კანქვეშ ბოტოქსი შეუყვანა და ფილერის დახმარებით ზედა ტუჩი გაუდიდა. პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტმა განაცხადა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა. როდესაც ექიმი გავიდა, რათა მისთვის ჭიქით წყალი მიეტანა, გოგონა გაიქცა და კოსმეტიკური პროცედურისთვის გადასახდელი 500 ფუნტი არ გადაიხადა.
_ მას ქირურგიული პერანგი ეცვა, მასზე სისხლის ლაქებით, ასევე ეკეთა ყინულის კომპრესი, სახეზე ანესთეზიური საცხი წასმული და ტუჩები დასიებული. მას ჯერ კიდევ საშინელი შესახედაობა ჰქონდა. ის ქუჩაში მირბოდა, მე კი გაოგნებული ვუყურებდი, _ განაცხადა ექიმმა.
შეილის თქმით, გოგონა მასთან პირველად იყო, საავადმყოფოში მას სახელით არ იცნობენ და, უბრალოდ, ”ბოტოქსის ბანდიტად” მოიხსენიებენ.

ექიმმა ასევე განაცხადა, რომ მას ლონდონის სხვა საავადმყოფოებში მსგავსი შემთხვევების თაობაზე სმენია, მაგრამ იმაზე, რომ მსგავსი რამ მასაც შეემთხვეოდა, არ უფიქრია.
საავადმყოფოში გადაწყვიტეს, პოლიციისთვის არ მიემართათ. ამის მაგივრად გოგონას სახის ნაწილის ფოტოსურათი გამოაქვეყნეს, რომელიც კოსმეტიკური პროცედურის დროს იქნა გადაღებული, იმის იმედით, რომ მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი გახდება.