გორში 23 წლის ბიჭი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვა

გორში 23 წლის ბიჭი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვაგორში გუშინ დილით 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა გამთენიისას საცხოვრებელ სახლში ჩამომხრჩვალი, მისმა დედამ იპოვა.

გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ ეტაპზე, პოლიციისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

pia.ge