ესპანურმა რესტორანმა რუსი ქალების მომსახურებაზე უარი თქვა

ესპანურმა რესტორანმა რუსი ქალების მომსახურებაზე უარი თქვამადრიდის რუსულენოვანი საზოგადოების ქალების ჯგუფს მომსახურებაზე უარი განუცხადეს რესტორან შაგარდი-ში. ამის თაობაზე ინფორმაცია ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანასტასია სამოტოროვამ.
მისი თქმით, საზოგადოების წევრები დროდადრო იკრიბებიან ამა თუ იმ მოვლენის აღსანიშნავად და ამჯერად მათ 1 აპრილისთვის რესტორანში 100 ადამიანზე დაჯავშნეს ადგილი.

გარკვეული დროის შემდეგ სამოტოროვას დაურეკეს და აცნობეს, რომ ადგილების დაჯავშნა გაუქმებულია.
– არც კი ვიცი, როგორ გადმოვცე დაწესებულების მენეჯერის სიტყვები. მისი არსი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსი წარმოშობის ადამიანები დაწესებულების ფორმატში ვერ ჯდებიან და მათ რესტორანში მისვლას არ მიესალმებიან, – განაცხადა სამოტოროვამ.