ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავესსაქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის ვასილ დავითაშვილის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაკავება თელავის რაიონის სოფელ კისისხევში მოხდა.
უწყების ცნობით, მამაკაცი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მისი პირადი ჩხრეკისას მაკაროვის ტიპის პისტოლეტი ამოიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით დაიწყო.