ზიდანი ლე პენის წინააღმდეგ – ლე პენს ხმა არ უნდა მივცეთ

ზიდანი ლე პენის წინააღმდეგ - ლე პენს ხმა არ უნდა მივცეთმადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას.
– ჩემი პოზიცია უცვლელია 2002 წლიდან. მე შორს ვარ იმ იდეებისგან, რომელთა პროპაგანდას „ეროვნული ფრონტი“ ეწევა. მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. რადიკალური იდეები არასოდეს მთავრდება კარგად, – განაცხადა ზინედინ ზიდანმა.

ეს განცხადება ზიდანმა ”რეალის” ვარჯიშის შემდეგ გააკეთა.
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს მიერ დამტკიცებული შედეგებით, ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 24,01%-ით პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მარინ ლე პენი ამომრჩეველთა ხმების 21,30%-ით მეორე ადგილზე გავიდა.
მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.