თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკავებულია 14 ადამიანი

თურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაკავებულია 14 ადამიანითურქეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ გამართული მასშტაბური დემონსტრაციის პარალელურად, 3-თვიანი საგანგებო მდგომარება თურქეთის ვიცე პრემიერმა, ნუმან ქურთუმლუშმა გამოაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად მიიღო.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, ქვეყნის მასშტაბით გაძლიერდება უსაფრთხოების ზომები.

თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების საპროტესტოდ სტამბოლში ასობით ადამიანმა დემონსტრაცია გამართა. დემონსტრანტებს მოჰქონდათ პლაკატები წარწერით “სიმართლე ჩვენს მხარესაა, ჩვენ გავიმარჯვებთ”, გარდა ამისა, ისინი სკანდირებდნენ;

– ერთად ვებრძოლოთ ფაშიზმს!
სტამბოლის გარდა, აქციებმა იზმირი, ანკარა  და სხვა ქალაქები მოიცვა,

აქციებს ძირითადად მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა, თუმცა ანტალიაში სამართალდამცავებმა აქციის 14 მონაწილე დააკავეს.

ოპოზიციონერი ლიდერები საკონსტიტუციო მმართველობის შეცვლით სიტუაციის არევას და ქვეყნის უკუსვლას პროგნოზირებენ.
ოპოზიცია დემონსტრანტებთან ერთად აქციების გაგრძელებას აანონსებს.
–––
თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართა. ამომრჩევლებმა თურქეთის კონსტიტუციაში 18 ცვლილების შეტანას მისცა ხმა. ცვლილებები მმართველმა – „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ მოამზადა.
ცვლილებები მოიცავს: ქვეყნის საპარლამენტო სისტემიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას, პრემიერ-მინისტრის თანამდებობის გაუქმებას, საპარლამენტო მანდატების რაოდენობის 550-დან 600-მდე გაზრდას და თურქეთის უზენაესი სასამართლოსა და პროკურორების კოლეგიის რეფორმირებას.
რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ამომრჩეველთა 50%-ზე მეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა.