იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი გადმოვიდა

 იერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი გადმოვიდაიერუსალიმში მაცხოვრის საფლავიდან ზეციური ცეცხლი თბილისის დროით, დაახლოებით 15:22 საათზე გადმოვიდა. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით, დაახლოებით, 15 საათზე შევიდა.

წესის თანახმად, საფლავი დაიხურა, მანამდე კი პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა, მათ შორის ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა, საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.ზეციური ცეცხლის გადმოსვლას, ყოველწლიურად განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან და ამ დღისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან, საგანგებოდ ჩადიან.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ წელს მართლმადიდებლები და კათოლიკეები აღდგომას ერთ დღეს აღნიშნავენ.