ირანმა შესაძლოა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროს

ირანმა შესაძლოა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროსირანმა შესაძლოა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების მიერ გაცემული დიპლომები აღიაროს ირანის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხზე შესაბამისი უწყებები იმუშავებენ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მოჰამედ ჯავად ზარიფისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნულ საკითხსაც შეეხო საუბარი.

– შევთანხმდით მეტად გავაღრმაოთ ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. საქართველო დაინტერესებულია უმაღლესი განათლების მიღების მეტი შესაძლებლობები შესთავაზოს რეგიონის ქვეყნებს, მათ შორის ირანელ სტუდენტებს. ამას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ირანული მხარის მიერ ქართული დიპლომების აღიარების საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ დღეს ჩემს კოლეგასთან და ამ საკითხზე მუშაობა შესაბამისი უწყებების მიერ მომავალშიც გაგრძელდება, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.