კარლო ანჩელოტიმ რეალთან წაგება მსაჯებს დააბრალა

კარლო ანჩელოტიმ რეალთან წაგება მსაჯებს დააბრალამიუნხენის ბაიერნმა ორი მატჩის ჯამში რეალთან 3:6 წააგო და ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

მეორე შეხვედრაში ბაიერნმა სტუმრად 2:1 მოიგო და საქმე დამატებით დრომდე მივიდა, სადაც უკვე რეალმა სამი უპასუხო გოლის გატანა შეძლო.

შეხვედრის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არტურო ვიდალის გაძევება იყო. ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსაჯებმა ცუდად იმსაჯეს:

“ვფიქრობ მსაჯობა დაბალ დონეზე იყო. მატჩის შემდეგ ზიდანს ვესაუბრე და ისიც დამეთანხმა. აუცილებელია, რომ ვიდეო გამეორება არსებობდეს. ეს ბევრ პრობლემას გადაჭრის”.

გარდა ვიდალის გაძევებისა, ბაიერნის ფანები მსაჯს რონალდუს მიერ გატანილ მესამე გოლსაც ედავებიან, რომელიც პორტუგალიელმა თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.