,,მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოში წევს და მისი მდგომარეობა მძიმეა”

,,მაია რჩეულიშვილი საავადმყოფოში წევს და მისი მდგომარეობა მძიმეა”მაია რჩეულიშვილის ადვოკატი, მარიამ ცუცქირიძე euronews.ge -სთან არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მათ მიმართეს პრეზიდენტს შეწყალებისთვის.

– ჩვენ არ ვხედავთ ამ საჭიროებას და მუშაობაც კი არ დაგვიწყია, რომ პრეზიდენტს მივმართოთ შეწყალების მოთხოვნით. ეს თავად  მაიასაც არ სურს. ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ საპროცესო შეთანხმებაზე, რაშიც ჩართულნი არიან მისი ოჯახის წევრები –  მაიას სიძე და შვილი, გუკა. ასევე, პარტნიორი ინვესტორები. თავად მაიას დიდი სურვილი ისაა, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას.

ამჟამად, მაია მძიმე მდომარეობაშია და საავადმყოფოში წევს. შემიძლია ვთქვა, რომ ვითარება მართლაც რთულადაა და  მაიას ავადმყოფობა გამოიწვია მეუღლის, ვახტანგ  რჩეულიშვილის გარდაცვალებამ. დიდი იმედი მაქვს, რომ საპროცესო შეთანხმებას მივაღწევთ, რაც დაზარალებულებისთვის და თავად მაიასთვისაც კარგი იქნება , – განაცხადა მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა.