მამამ Facebook Live-ში ახალშობილი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო

მამამ Facebook Live-ში ახალშობილი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩომორიგი შემზარავი დანაშაული, რომელიც კვლავ ფეისბუკით გადაიცა.

ტაილანდში, მამამ ახალშობილი შვილი ჩამოახრჩო, შემდეგ კი თვითონ ჩამოიხრჩო თავი. ეს ყველაფერი კი Facebook Live-ს მეშვეობით უჩვენა სოციალური ქსელის მომხმარებლებს.

ბიბისის ცნობით, შვილისა და ქმრის მკვლელობის სცენა ცოლმა და ოჯახის დანარჩენმა წევრებმა Facebook-ზე ნახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.

Facebook-ის განცხადებით, ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელიდან უკვე წაშლილია.

ბოლო დროს, ფეისბუკით კვლელობის ამსახველი კადრების გავრცელების მეორე შემთხვევაა.

თვის დასაწყისში, ამერიკელმა სტივ სტეფანსმა 73 წლის მოხუცი მოკლა და მკვლელობის კადრები ფეისბუკზე ატვირთა, რომელშიც აცხადებდა, რომ კიდევ 13 მკვლელობა აქვს ჩადენილი. მედიაში მას “ფეისბუკ მკვლელი” უწოდეს. პოლიცია სტეფანსს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა. მოგვიანებით ის საკუთარ მანქანაში მკვდარი იპოვეს. სამართლდამცავთა თქმით, მან თავი მოიკლა.

მიმდინარე წლის იანვარში კი შვედეთის პოლიციამ სამი მამაკაცი დააკავა, რომელთაც ქალაქ უფსალას მკვიდრი ქალის გაუპატიურება ედებათ ბრალად. გაუპატიურების სცენა მოძალადეებმა ფეისბუკის ლაივში ჩართეს.

ნიუპოსტი