მარწყვის ტორტი 30 წუთში – რეცეპტები

მარწყვის ტორტი 30 წუთში - რეცეპტებიინგრედიენტები:
ხაჭო 500 გ.
არაჟანი 200 გ.
მარწყვი 600 გ.
ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) 500 გ.
შოკოლადი 60 გ.
შაქარი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ხაჭო გავატაროთ საცერში, ავთქვიფოთ არაჟანთან ერთად და დავამატოთ ვანილი და შაქრის პუდრა. მიღებული კრემის თხელი ფენა მოვუსვათ ჭურჭელს ან თეფშს ძირზე და დავადოთ ფხვიერი ნამცხვრის ფენები. ამგავარად ნამცხვარი აღარ ისრიალებს. წავუსვათ კრემი, დავადოთ მარწყვი და კვლავ ნამცხვრის ფენა. ასე გავიმეოროთ სანამ ინგრედიენტები დამთავრდება.
შოკოლადი დავჭრათ, გავადნოთ ორთქლზე და მოვასხათ მზა ნამცხვარს ზემოდან. ტორტი უკვე მზადაა, მაგრამ უკეთესი შედეგისთვის შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი, სანამ დარბილდება და კრემი გაუჯდება.