მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებს

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოსთვის“ იბრძოლებსკანის 70-ე ფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს 18 ფილმი მოხვდა. მათ შორისაა უნგრელი რეჟისორის კორნელი მუნდრუცუს „იუპიტერის მთვარე”. 

ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს და იგი კანის კინოფესტივალზე „ოქროს პალმის რტოს“ მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ფილმი მოგვითხრობს უნგრელი ექიმის – გაბორ შტერნის შესახებ, რომელიც სირიელ ლტოლვილებთან მოხვდება.

ბანაკის დამკვირვებელი ექიმის როლს მერაბ ნინიძე ასრულებს. მკაცრი მედიკოსი ლტოლვილის დახმარებას გადაწყვეტს.
უნგრელ რეჟისორს კანის კინოფესტივალზე 2014 წლიდან იცნობენ, როცა მისმა ფილმმა “თეთრი ღმერთი” სპეციალურ სექცია Un Certain Regard-ში გაიმარჯვა. კანის კინოფესტივალის გარდ,ა ფილმმა კიდევ 6 პრიზი მოიპოვა.
წელს კანის კინოფესტივალი 17-28 მაისს გაიმართება.

საკონკურსო ჟიურის თავმჯდომარე ესპანელი რეჟისორი პედრო ალმოდოვარი იქნება.

კვირა.გე