მოვაჭრეები მერიაში შეჭრას ცდილობენ

მოვაჭრეები მერიაში შეჭრას ცდილობენხმაურია ამ წუთებში მერიის შენობასთან, სადაც დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები შესვლას ცდილობენ. ხმაური ადგილზე საპატრულო პოლიციისა და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლების გამოჩენამ გამოიწვია.

მოვაჭრეების თქმით, თუ მათ არ შეუშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვ შენობიდან.

დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან დილით შეიკრიბნენ.

მოვაჭრეების განცხადებით, დიდუბის რაიონში მდებარე ორ ბაზარსა და ორი შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით მოვაჭრეები ზარალდებიან.

ნიუპოსტი