„პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავს

„პატრიოტთა ალიანსი“ შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავსსაქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განცხადებები კეთება. ასევე არ არის გამორიცხული, რომ დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკონსტიტუციო კომისია დატოვონ. პარტიაში ელოდებიან პირველად დოკუმენტს, რომელიც პარლამენტის სხდომაზე 22 აპრილს უნდა გაიტანონ.

– თუ დავინახავთ რომ ქართული ოცნება ჯიუტობს და არ ცვლის ამ ფორმულირებებს, ბუნებრივია ჩვენი ადგილი კომისიაში არ იქნება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვერ მივცემთ ლეგიტიმაციას იმ უსამართლობას, რასაც ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩაიდენს,-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

ბოიკოტის უკიდურეს ფორმაზე საუბრობენ პატრიოტთა ალიანსის წევრები.

–   თუ მივაღწიეთ შედეგს ბუნებრივია, რომ არ დავსხდებით საშიმშილოდ, მაგრამ თუ პროცესი გაგრძელდება მაგრამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები, გადაიწევს, შიმშილობას დავიწყებთ, -აცხადებენ პატრიოტთა ალიანსში.

ოპოზიციის მხრიდან ბოიკოტის გამოცხადებას არაადეკვატურს უწოდებენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

– ბოიკოტი როდესაც უმრავლესობამ მუშაობა დაასრულა ვეღარ იქნება ბოიკოტი, ეს ერთ. მეორე მოვისმინე განცხადებები, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობდნენ იმაზე, რომ ჩვენ ამ კონსტიტუციაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო. არ არის პრობლემა, ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რასაც გავაკეთებთ, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.