პსჟ ალექსის სანჩესს მაცდურ წინადადებას სთავაზობს

პსჟ  ალექსის სანჩესს მაცდურ წინადადებას სთავაზობსფრანგული პსჟ წლევანდელ ზაფხულში ფორვარდის შეძენას გეგმავს და მათი მთავარი სამიზნე არსენალის თავდამსხმელი ალექსის სანჩესი იქნება, რომელიც სავარაუდოდ არსენალს სეზონის ბოლოს დატოვებს.

სანჩესის შეძენა ბევრ კლუბს სურს, მაგრამ პსჟ განსაკუთრებით აქტიურობს და პარიზული გუნდი მზად არის სანჩესს წელიწადში 12 მილიონი ევრო გადაუხადოს.

ჯერჯერობით თვითონ ფეხბურთელი თავის მომავალზე განცხადებას არ აკეთებს და სავარაუდოდ ბევრი რამ ზაფხულში გაირკვევა.

პსჟ-ს გარდა სანჩესის შეძენა მანჩესტერ სიტისაც სურს, რომელიც ამ ტრანსფერში 50 მილიონ გირვანქა სტერლინგს იხდის.