რატომ არის პასპორტები 4 ფერში

რატომ არის პასპორტები  4 ფერშიპასპორტის ფერთა სხვადასხვა ვარიაცია არსებობს, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი მაინც ოთხ ფერშია გადაწყვეტილი – წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი.

პასპორტის ფერის არჩევისას, ყურადღება ექცევა ქვეყნის გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მოტივებს. ზოგიერთი ქვეყნის შემთხვევაში, ფერი სარწმუნოებას უკავშირდება.

ყველაზე გავრცელებული წითელი ფერის (შინდისფერი) პასპორტებია. ამ ფერს ევროკავშირის წევრი ქვეყნები იყენებენ და ასევე ის სახელმწიფოები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებით არიან დაინტერესებულები. როგორც აღნიშნავენ, თურქეთმა, მაკედონიამ, ალბანეთმა პასპორტის ფერი შინდისფრით სწორედ ამ მიზეზით შეცვალეს. წითელი (შინდისფერი) ფერის პასპორტებს ასევე ირჩევენ ქვეყნები  კომუნისტური წარსულით ან აწმყოთი.

წითელი პასპორტების შემდეგ ყველაზე გავრცელებული ლურჯი ფერის პასპორტებია. ლურჯი პასპორტები, როგორც წესი, ”ახალი მსოფლიოს” სიმბოლოა  – ჩრდილოეთ ამერიკა, სამხრეთ ამერიკა, ოკეანეთი და ა. შ.

მწვანე ფერის პასპორტებს ძირითადად ისლამური სახელმწიფოები ირჩევენ. მაგალითად მაროკო, საუდის არაბეთი, პაკისტანი. ამ ფერს მათ რელიგიაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს – მწვანე ფერი წინასწარმეტყველ მუჰამედის საყვარელ ფრადაა მიჩნეული.

შავი ფერის პასპორტები ყველაზე იშვიათია. ამ ფერის პასპორტები ზოგიერთ აფრიკულ ქვეყანას აქვს – კონგო, ბოტსვანა, ანგოლა, ბურუნდი. შავი ფერის პასპორტი აქვთ ახალ ზელანდიელებსაც, რადგან შავი მათი სახელმწიფოს ეროვნული ფერია.

etaloni.ge