სოსო მანჯავიძე: „პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს“

სოსო მანჯავიძე: „პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება კონსტიტუციაში არ უნდა აისახოს“–  პრეზიდენტ მარგველაშვილის იდეოლოგიას არ ვიზიარებ. მისი თანამოაზრე არა ვარ, მაგრამ არ მიმაჩნია სწორად, როცა მას კანონმდებლობით ებრძვიან. პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაპირისპირება არ უნდა აისახოს კონსტიტუციაში.

კონსტიტუციური მოწყობა უმნიშვნელოვანესი საკითხია და პოლიტიკურ კინკლაობას არ უნდა დაუკავშირდეს. დარწმუნებული ვარ, საქართველოსნაირ ქვეყანას ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობა სჭირდება, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ მა დეპუტატმა სოსო მანჯავიძემ.

მისი აზრით, პრეზიდენტი პასუხს უნდა აგებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. ძალაუფლება და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან შესაბამისობაში უნდა იყოს ყველა დონეზე.

– ახლა არაეფექტური სიურეალისტური მოდელი გვაქვს. ეს საკონსტიტუციო ცვლილებებიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას, რაც მომავალში ქვეყანას დიდ პრობლემებს შეუქმნის, – განაცხადა სოსო მანჯავიძემ.