სტამბოლში ისლამური სახელმწიფოს 5 წევრი დააკავეს

სტამბოლში ისლამური სახელმწიფოს 5 წევრი დააკავესთურქეთის დედაქალაქ სტამბოლში პოლიციამ ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს 5 წევრი დააკავა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მათი  სადაზვერვო მონაცემების საფუძველზე მოხდა და 5 დაკავებულიდან ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა.

სხვა ინფორმაცია დაკავებულებზე ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაკავებულები პოლიციაში გადაიყვანეს და გამოძიება გრძელდება.

ეს 5 ტერორისტი სავარაუდოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. რეფერენდუმი 16 აპრილს გაიმართება.

დაკავებულებს შესაძლოა სხვა ბრალდებებიც წარუყენონ, თუმცა ამის შესახებ  ჯერჯერობით ზუსტი  ინფორმაცია არ ვრცელდება.