სტივენ ჯერარდი ლივერპულის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა

სტივენ ჯერარდი ლივერპულის ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდალივერპულის ლეგენდა სტივენ ჯერარდი ოფიციალურად ლივერპულის ერთ-ერთი ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი გახდა.

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ეს ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ სულ მალე ჯერარდი თავის სამუშაოს დაიწყებს. ჯერარდმა კარიერა ზაფხულში დაასრულა და მას შემდეგ მან სურვილი გამოთქვა, რომ ლივერპულში ემუშავა.

არ არის გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ჯერარდი ლივერპულის მთავარი გუნდის მწვრთნელი გახდეს, თუმცა მანამდე მას ბევრი მუშაობა მოუწევს.

ჯერარდი ლივერპულის გარდა სპორტულ არხზეც მუშაობს, სადაც ის მატჩების გარჩევით არის დაკავებული.