ტიბო კურტუამ ტრავმა რეკლამაში გადაღების დროს მიიღო

ტიბო კურტუამ ტრავმა რეკლამაში გადაღების დროს მიიღოჩელსის მეკარემ ტიბო კურტუამ მანჩესტერ იუნაიტედთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, რომელიც მან რეკლამაში გადაღების დროს მიიღო.

როგორც აღმოჩნდა კურტუა რეკლამის დროს კალათბურთს თამაშობს და კალათბურთის თამაშის დროს მან ფეხი დაიზიანა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ შეხვედრას გამოტოვებს ბელგიელი მეკარე, თუმცა სავარაუდოდ ის კიდევ ერთი კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება თავის გუნდს.

მანჩესტერთან შეხვედრაში კურტუა ასმირ ბეგოვიჩმა შეცვალა და სავარაუდოდ მომავალ მატჩებშიც ბეგოვიჩი დაიცავს ჩელსის კარს. მანჩესტერთან ჩელსიმ 0:2 წააგო და საჩემპიონო ბრძოლაში ინტრიგა დააბრუნა.