ტონი ადამსმა გრანადასთან ერთად სადებიუტო მატჩი 0:3 წააგო

ტონი ადამსმა გრანადასთან ერთად სადებიუტო მატჩი 0:3 წააგოესპანურმა კლუბმა გრანადამ ტონი ადამსის ხელმძღვანელობით პირველი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ მოედანზე სელტასთან 0:3 დამარცხდა. მიუხედავად მარცხისა მატჩის შემდეგ ადამსი ოპტიმისტურად იყო განწყობილი:

— ვფიქრობ რომ ესპანეთის ჩემპიონატი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია. აქ ქულების მოპოვება ძალიან რთულია. დღეს ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეტოქემ გვაჯობა. შევეცდები, რომ გრანადაში მდგომარეობა გამოვასწორო– განაცხადა ტონი ადამსმა.

გრანადა ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-19 ადგილზე იმყოფება და იმის შანსი რომ ადამსის გუნდი არ გავარდება, საკმაოდ მცირეა.