ფლორიდის მაღაზიაში ალიგატორი გაასეირნეს

ფლორიდის მაღაზიაში ალიგატორი გაასეირნესამერიკის ფლორიდას შტატში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ცოცხალი ალიგატორი ერთ-ერთი ადგილობრივი ავეჯის მაღაზიის იატაკზე გაათრიეს.
მომხდარის ვიდეოჩანაწერი ფოქს 13 ნიუსმა ფეისბუქში საკუთარ გვერდზე განათავსა.

ერთ დღე-ღამეში ვიდეორგოლი 330 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.
რეპტილია ავტოსადგომზე აღმოაჩინეს და პოლიციელებმა იმისთვის, რომ გზა შეემოკლებინათ, გადაწყვიტეს, ის მაღაზიის სათადარიგო გასასვლელით, რომელიც ტამპას ყურესთან გადიოდა, წყლამდე მიეყვანათ.

ეს ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.